თეზაურუსიs

Seriality

სერიულობა. თხრობის ჟანრული, დისკურსული ნაირსახეობა. სერიულობა, როგორც ტერმინი, თავის თავში მოიცავს: ნარატივის ტიპის აღწერას, რომელსაც განგრძობადობა ახასიათებს; განგრძობადობის, თხრობის უწყვეტობის უზრუნველმყოფ ნარატიულ მექანიზმს და პერსონაჟების გარკვეულ ფუნქციურ კლასიფიკაციას. სერიულობის საერთო ქოლგის ქვეშ განასხვავებენ ორ ქვეკატეგორიას: სერიალს (ხშირ შემთხვევაში – "საპნის ოპერას") და სერიებს. სერია, სერიალისგან განსხვავებით, ცალკეული, დასრულებული შინაარსის მქონე ეპიზოდებისგან შედგება; სერიალში თხრობა უწყვეტად გადადის ერთი ეპიზოდიდან მეორეზე. თუმცა ორივე მათგანს აქვს ერთი საერთო მახასიათებელი, რაც მათ სერიულობას, განგრძობადობას ანიჭებს: ეს არის მუდმივი მთავარი პერსონაჟები, აუცილებლად გმირები, სუბიექტები. მაგრამ სერიებსა და სერიალს შორის პერსონაჟების წარმოჩენის მხრივ თავს იჩენს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. სერიებში მთავარი გმირები (სუბიექტები) არ იცვლებიან, მაგრამ ყოველ ეპიზოდში იცვლება ის "არამზადა" (პროპის მიერ ნარატივის თეორიაში გამოყოფილი აუცილებელი ფუნქციური პერსონაჟი), ანუ ბოროტება, მტერი, მოძულე, რომელსაც მთავარი გმირები ებრძვიან და ამარცხებენ. სერიალში კი პერსონაჟის ყველა ფუნქციური ტიპი უცვლელად და უწყვეტად ჩნდება ნარატიულ მოდელში. ნარატივის ერთ–ერთი თვალსაჩინო თეორეტიკოსი ოლტონი (1993) სერიებსა და სერიალს შორის არსებულ განსხვავებებში კიდევ ერთ არსებით ასპექტს გამოჰყოფს: თხრობის ხაზობრივ ან პარალელურ ხასიათს. სერიები ხაზობრივი განვითარების მქონე ერთი "მეტა–ისტორიაა", სერიალში კი ნარატივი თხრობის პარალელურ ხაზებში იტოტება. (იხილეთ Propp's People)

კომენტარები: