თეზაურუსიs

Shannon and Weaver's Model of Communication, 1949

შენონისა და უივერის კომუნიკაციის მოდელი, 1949. ეს მოდელი წარმოადგენს კომუნიკაციის პროცესის მათემატიკურ მოდელს, რომელიც შეიძლება მისადაგებულ იქნას ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა სიტუაციასთან, იქნება ეს ინფორმაციის გადაცემა ადამიანისა თუ მანქანის მიერ. შენონისა და უივერის მოდელი არის ლინეარული (ხაზობრივი) მოდელი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს კომუნიკაციას, როგორც პროცესს. მოდელი ამგვარად გამოიყურება: ინფორმაციის წყარო - გადამცემი - გადაცემული სიგნალი - ხმაურის წყარო - მიღებული სიგნალი - მიმღები - დანიშნულება. 

კომენტარები: