თეზაურუსიs

Sign

ნიშანი. კომუნიკატივისტიკაში ეს არის ერთეული, ხმოვანი ან გრაფიკულად გამოხატული, რეალობის სრული და ზუსტი ანალოგი ან კონვენციური, რომელსაც აქვს მნიშვნელობა და კომპლექსური ახსნა. მნიშვნელობის შესაძენად ნიშანი უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრულ მენტალურ კონცეპტს. სემიოლოგიის ფუძემდებელმა, შვეიცარიელმა ენათმეცნიერმა ფერდინანდ დე სოსიურმა ენას "ნიშნების დეპოზიტი" უწოდა. კომუნიკაციათმცოდნეობის თეორია ოთხი ტიპის ნიშნის არსებობას აღიარებს: ხატნიშნის, ნიშან-ინდექსის, ნიშან-სიმბოლოსი და ნიშან-სიგნალის.

კომენტარები: