თეზაურუსიs

Signifier

აღმნიშვნელი. ტერმინი განეკუთვნება სემიოლოგიის სფეროს. ენათმეცნიერ ფერდინანდ დე სოსიურის განმარტებით, აღმნიშვნელი არის ის მატერიალური სუბსტანცია, რომელიც ქმნის ნიშნის განსაზღვრულ ნაწილს - მაგალითად ხმის იოგების ვიბრაცია  ქმნის ვერბალურ ნიშანს, მელნის კვალი ქაღალზე - ნიშან-სიმბოლოს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ვერბალური ნიშანი და ნიშან-სიმბოლო თავის თავში შეიცავენ აღნიშნულის ცნებას (იხილეთ Signified)

კომენტარები: