თეზაურუსიs

Social Change and Development. Media-Society Theory

სოციალური ცვლილებები და განვითარება. მედია–საზოგადოების თეორიის კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც კომუნიკაციათმცოდნე დენის მაკქუეილს ეკუთვნის (2005), სოციალური ცვლილებები და განვითარება თეორიის ერთ–ერთი ტიპის ძირითადი თემებია.  მედია–საზოგადოების თეორიის ეს ტიპი ფოკუსირებულია შემდეგი საკითხების კვლევასა და შესწავლაზე: 1) რა როლს ასრულებს და რა როლის თამაში შეუძლია მედიას ძირითად სოციალურ ცვლილებებში? 2) მედია თავისი სამუშაოს შესრულებისას პროგრესულია თუ რეაქციული? 3) შეიძლება თუ არა მედია განვიხილოთ,როგორც "ცვლილებების ძრავი" განვითარების კონტექსტში? 4) ცვლილებები მედიაში მეტად უკავშირდება ტექნოლოგიებს თუ ტიპურ შინაარსს? 5) ავრცელებს თუ არა მედია სიახლეებს ეფექტურად? 

კომენტარები: