თეზაურუსიs

Social Constructionism

სოციალური კონსტრუქციონიზმი, მედია–საზოგადოების თეორიის ერთ–ერთი ტიპი. რეალობის სოციალურად კონსტრუირების კონცეპტმა (ბერგერი, ლუკმენი, 1967) დასაბამი დაუდო მრავალ მიმართულებას სოციალურ მეცნიერებებში, მათ შორის – მედიაშიც. სოციალური კონსტრუქციონიზმის პოსტულატებია: 1) საზოგადოება არ არის ფიქსირებული რეალობა, იგი კონსტრუქციაა; 2) მედია უზრუნველყოფს მასალებს რეალობის კონსტრუირებისთვის; 3) მედია საზოგადოებას აწვდის მნიშვნელობებს, თუმცა ისინი საეჭვოდ ან მცდარად შეიძლება იქნან მიჩნეულნი და უარიყონ; 4) მედია მნიშვნელობებს შერჩევით ქმნის; 5) მედიას არ შეუძლია რეალობის ობიექტურად წარმოჩენა, ვინაიდან ყველა ფაქტის მედიური ასახვა ინტერპრეტაციაა.

კომენტარები: