თეზაურუსიs

Social scientific theory of mass communication

მასობრივი კომუნიკაციის სოციალურ-მეცნიერული თეორია. მასობრივი კომუნიკაციის თეორიის ტიპების ეს კლასიფიკაცია, რომელიც პარადიგმაში ხუთი ტიპის თეორიას აერთიანებს, ბრიტანელ კომუნიკაციათმცოდნეს, დენის მაკქუეილს ეკუთვნის. ეს ტიპებია: სოციალურ-მეცნიერული, კულტურული, ნორმატიული, ოპერაციული და ყოველდღიური. სოციალურ-მეცნიერული თეორია თავის წიაღში აყალიბებს მასობრივი კომუნიკაციის, მათ შორის მასმედიის, ბუნების, არსის, ფუნქციონირებისა და ეფექტების შესახებ მეცნიერულ საფუძვლებს, რომლებიც ემყარება სისტემატიზებულ და ობიექტურ დაკვირვებას მედიასა და სხვა შესაბამის წყაროებზე. ეს თეორია დიდწილად წარმოდგება სოციოლოგიიდან, ფსიქოლოგიიდან და პოლიტიკიდან.

კომენტარები: