თეზაურუსიs

Social System

სოციალური სისტემა. სისტემა, რომელიც შედგება ადამიანების კოლექტივისგან (ორი ან მეტი ინდივიდუუმისგან) და რომლის წევრებიც ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს საერთო მიზნების მისაღწევად და საერთო პრობლემების გადასაჭრელად. სოციალური სისტემები ფუნქციონირების თავისებურებებისა და წევრების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა მასშტაბისანი არიან. სოციალური სისტემის წევრებს ურთიერთთანამშრომლობისთვის მოეთხოვებათ გაზიარებული, საერთო ენის ქონა და სხვა მსგავსებები, თუმცა თავად სისტემის შიგნით შეიძლება არსებობდეს მრავალი სუბკულტურა და ენობრივი კოდები, ასევე ინდივიდუალური განსხვავებები. 

კომენტარები: