Social-materialist perspective
სოციალ-მატერიალისტური პერსპექტივა. მედიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთმიმართებების თეორიების ერთ-ერთი განზომილება და ტიპი. ეს მიდგომა მედიასა და მედიურ შინაარსს განიხილავს უპირველესად როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და მატერიალური ძალებისა და პირობების, გარემოებების რეფლექსიას.