თეზაურუსიs

Space and Time. Media Theory

სივრცე და დრო. მედია–საზოგადოების თეორიის წიაღში არსებობს თეორიის ერთ–ერთი ტიპი, რომელიც ფოკუსირებულია სივრცისა და დროის ფენომენების შესწავლაზე მედიისთვის და მედიაში (თეორიის ტიპების კლასიფიკაცია ეკუთვნის დენის მაკქუეილს (2005)). ახალი მედიის გაჩენამდეც დრო და სივრცე მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის შესახებ თეორიების ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო. ახალი მედიის გაჩენით და ვირტუალური სივრცის მრავალი ნაირსახეობის გამოსვლით საკითხმა მკვლევრების უფრო მეტად გაცხოველებული ყურადღება მიიპყრო. თეორიის ეს ტიპი ემყარება შემდეგ დაშვებებს:  1) ახალმა მედიამ მანძილის ცნება და განცდა "გააქრო"; 2) ვირტუალური სივრცე რეალური სივრცის გაგრძელებად და გაფართოებულ ნაირსახეობად იქცა; 3) მედია კოლექტიური მეხსიერებაა; 4) ხანი ტექნიკურ ტრანსმისიასა და ადამიანის მიერ მიღების უნარ–შესაძლებლობას შორის სულ უფრო იზრდება; 5) ხდება მედიის დელოკალიზაცია და დეტემპორალიზაცია.

კომენტარები: