თეზაურუსიs

Spin Doctor

კნინობითი პროფესიული ჟარგონი. პოლიტიტექნოლოგი, პიარტექნოლოგი, "პიარშჩიკი". სიტყვასიტყვით აღნიშნავს "ჯარაექიმს, ექიმბაშს". ტერმინი პირველად 1984 წელს გამოჩნდა "ნიუ იორკ ტაიმსში", სარედაქციო სტატიაში, რომელიც რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიას შეეხებოდა (უილიამ საფირის "საფირის პოლიტიკური ლექსიკონი"). თავიდანვე ეს ტერმინი პოლიტიკური კამპანიების მრჩევლების არაეთიკურ და შეცდომაში შემყვან საქმიანობას აღნიშნავდა. დღეს შეიმჩნევა ტენდენცია, პოლიტტექნოლოგია აღარ იგივდებოდეს სიცრუესთან, დეზინფორმაციასთან ან მანიპულაციასთან.

კომენტარები: