თეზაურუსიs

Status

სტატუსი. სტატუსის ცნება უკავშირდება სოციოლოგ მაქს ვებერის სახელს. ვებერი ამტკიცებდა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მჭიდროდ არის დაკავშირებული კლასთან, იგი მაინც შეიცავს თავის თავში განსხვავებულ განზომილებას. კერძოდ, სტატუსი არის ინდივიდუუმის ან ჯგუფის სოციალური შეფასება, სოციალური პრესტიჟის ხარისხი, რომელსაც მთლიანი საზოგადოება ამ იმდივიდუუმს ან ჯგუფს ანიჭებს. სტატუსს მრავალი კომპონენტის ერთობლიობა აყალიბებს: ძალაუფლების ხარისხი, სოციალური საჭიროება და სარგებლიანობა, განათლების დონე და ა. შ.

კომენტარები: