ბიოგრაფიაs

Steele, Jonathan

ჯონათან სტილი

 

ბრიტანელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, The Guardian-ის კოლუმნისტი, საერთაშორისო ამბებზე მუდმივი რუბრიკა მიჰყავს. Guardian-ში ის ჯერ ვაშინგტონის (1975-1979 წლებში), შემდეგ კი მოსკოვის ბიუროს (1988-1994 წლებში) ხელმძღვანელობდა. მან ბევრი „ცხელი წერტილი“ მოიარა და რეპორტაჟები მიჰყავდა სამხრეთ აფრიკიდან, ავღანეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან...

ჯონათან სტილმა ბაკალავრის ხარისხი კემბრიჯში, კინგს კოლეჯში (King's College, Cambridge) მიიღო, მაგისტრის ხარისხი კი – იელის უნივერსიტეტში (Yale University).

როგორც საერთაშორისო მიმომხილველი, ის წერს ავღანეთზე, ერაყზე, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე, რუსეთზე... ზოგიერთი რუსული წყაროს შეფასებით, ჯონათან სტილის საგაზეთო კომენტარები რუსულ თემატიკაზე ზომიერი მიდგომით გამოირჩევა და არა – ანტირუსული სულისკვეთებით. საბჭოთა თემატიკაზე მას რამდენიმე წიგნიც აქვს დაწერილი, მათ შორის „Soviet Power: The Kremlin's Foreign Policy from Brezhnev to Andropov“ (“საბჭოთა ხელისუფლება: კრემლის საგარეო პოლიტიკა ბრეჟნევიდან ანდროპოვამდე“).

სტილი არის ასევე ავტორი წიგნებისა „Defeat: Why America and Britain Lost Iraq“ („მარცხი: რატომ დაკარგეს ამერიკამ და ბრიტანეთმა ერაყი“, 2008 წ.), რომელიც ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში გამოიცა. მისი ბოლო წიგნია „Ghosts of Afghanistan“ ( „ავღანეთის აჩრდილები“, 2011 წ.).

კომენტარები: