თეზაურუსიs

Stereotype

სტერეოტიპი. გამარტივებული განზოგადებული შეხედულება და წარმოდგენა ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, საზოგადოების, ეთნოსის, ერის თვისებების, ასევე გარკვეული მოვლენების შესახებ. არსებობს ჯგუფური, პროფესიული, ეთნიკური, ასაკობრივი, გენდერული სტერეოტიპები. როგორც მიიჩნევენ სოციალური ფსიქოლოგები და ქცევითი ფსიქოლოგიის სპეციალისტები, ადამიანების ქცევების ორი მესამედი განპირობებულია სტერეოტიპებითა და ობიექტების სტერეოტიპული აღქმით. სტერეოტიპები თავის თავში ატარებენ ინდივიდუუმების ურთიერთობებისა და ურთიერთქმედების სოციალურ და ფსიქოლოგიურ გამოცდილებას. სტერეოტიპები ხასიათდება მთლიანობით, შეფასებითი ელფერით, მდგრადობით, კონსერვატიზმით, ემოციურობით, რაციონალურობით და სხვა. სტერეოტიპები ემსახურება შემდეგ სოციალურ ფუნქციებს: ფარდობითად მართალი და სარწმუნო ინფორმაციის გადაცემა; ორიენტაცია გარემოში და ზემოქმედება სოციალური რეალობის შექმნაზე.

კომენტარები: