თეზაურუსიs

Stopwatch Culture

წამმზომის კულტურა. ამ ტერმინით ფილიპ შლეზინგერმა (1978) აღნიშნა ჟურნალისტის პროფესიული კულტურის ის ელემენტი, რომელიც, ავტორის აზრით, სცდება ახალი ამბების ჟურნალისტიკისთვის აუცილებელ და საჭირო მიზანს: ოპერატიულობას, როცა დროის ფაქტორი არარელევანტურად დიდ მნიშვნელობას იძენს და ამით აკნინებს ფაქტის, მოვლენის ნამდვილ მნიშვნელობას, როცა ახალი ამბის სიახლე და ღირებულება მხოლოდ ის არის, რომ მოვლენის დრო ან პარალელურია ან სულ რამდენიმე წუთით სცილდება მაუწყებლობის დროს. შლეზინგერი წერს (1978:105): "ეს არის ფეტიშიზმის ერთ–ერთი გამოვლინება, როცა დროით შეპყრობილობა [მედია] პროფესიონალისთვის თვითმიზანი ხდება". შლეზინგერის აზრით, ეს არის ძალადობა ისტორიის მიმართ და ახალი ამბების რეალური მნიშვნელობის დაკნინება". წამმზომის კულტურის უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით თვალშისაცემია ტელე– და რადიომაუწყებლობაში. 

კომენტარები: