თეზაურუსიs

Structural approach to media analysis

სტრუქტურული მიდგომა მედიაანალიზისადმი. ეს მიდგომა, ძირითადად, სოციოლოგიისგან წარმოდგება, თუმცა გარკვეული ხარისხით ემყარება ისტორიას, პოლიტიკას, სამართალს და ეკონომიკას. მისი ამოსავალი წერტილი უფრო მეტად სოციოცენტრულია, ვიდრე მედიაცენტრული. იგი ყურადღებას მიაპყრობს მედიურ სისტემებსა და ორგანიზაციებს და მათ კავშირ-ურთიერთობებს ფართო საზოგადოებასთან. მაგალითად, როცა სტრუქტურული მიდგომით მედიური შინაარსი ანალიზდება, ამ შემთხვევაში ანალიზის ფოკუსში ექცევა სოციალური სტრუქტურისა და მედიასისტემის გავლენა და ეფექტი მედიაშინაარსის ყალიბებზე. ეს მიდგომა არსებითად შეისწავლის მედიის ფენომენის დინამიკას ძალაუფლების, ეკონომიკის ანალიზისა და ტექნოლოგიების სოციალურად ორგანიზებული გამოყენების გავლით.

კომენტარები: