თეზაურუსიs

Structuralism

სტრუქუტურალიზმი. ფართო განმარტებითი ველის მქონე ტერმინი. გამოიყენება ანალიზის განსაზღვრული ტრადიციების გამოსახატავად მეცნიერების მრავალ სფეროში: ენათმეცნიერებაში, ლიტერატურულ კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში, ფსიქოანალიზში, სოციალურ ანთროპოლოგიაში, მარქსისტულ თეორიასა და სოციალურ ისტორიაში. სტრუქტურალიზმის ფუძემდებლად შვეიცარიელი ენათმეცნიერი ფერდინანდ დე სოსიური მიიჩნევა, თუმცა მისი განვითარება და მეცნიერულ სიმაღლეზე აყვანა კლოდ ლევი-სტროსისა და როლან ბარტის სახელს უკავშირდება. სტრუქტურალიზმი ამტკიცებს, რომ ენას ორი წყარო აქვს: ბუნებითი და კულტურული. კულტურული წყარო ენას ახალი მნიშვნელობებით ამდიდრებს და ავსებს, სწორედ კულტურული წყაროს გავლენით ქმნის ენა სოციალური მოვლენებისგან ახალ მნიშვნელობებს. 

კომენტარები: