ბიოგრაფიაs

Sturmer, Michael

მიხაილ შტურმერი

 

გერმანელი მემარჯვენე ისტორიკოსი. მონაწილეობდა ისტორიკოსთა დავაში, რომელიც გერმანიაში 1980-იან წლებში მიმდინარეობდა. მისი ცნობილი ნაშრომია ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფია, სადაც რუსეთის მმართველი პოზიტიურადაა აღწერილი.

მიხაილ შტურმერი 1938 წელს გერმანიის ქალაქ კასელში დაიბადა. მან ისტორიის, ფილოსოფიისა და ენათმეცნიერების ფაკულტეტები შესაბამისად მარბურგის უნივერსიტეტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში დაამთავრა. 1973 წლიდან 2003 წლამდე იგი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტში (Universität Erlangen-Nürnberg) პროფესორის თანამდებობას იკავებდა; ამასთანავე, სხვადასხვა დროს, იყო სორბონის, ჰარვარდისა და უმაღლესი სწავლების ინსტიტუტის ლექტორიც.

1980-იან წლებში შტურმერი დასავლეთ გერმანიის კანცლერ ჰელმუტ კოლის მრჩევლად მუშაობდა - იგი კოლის გამოსასვლელ სიტყვას წერდა ხოლმე. დღეს შტურმერი გამოცემა Die Welt-ის წამყვანი კორესპონდენტია.

შტურმერი მეორე რაიხის ისტორიის სპეციალისტია. მან თავისი კარიერა 1960-იან წლებში მემარცხენეობით დაიწყო, 1970-იანებში კი „მარჯვნივ“ გადაინაცვლა. ხედვების შეცვლა დიდწილად 1974 წლის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გეგმამ გამოიწვია, რომელსაც ისტორიის, როგორც საგნის, პროგრამიდან ამოღება და მისი სოციალური მეცნიერებებით ჩანაცვლება ჰქონდა გადაწყვეტილი. შტურმერმა 1974 წლის არჩევნებში სოციალ-დემოკრატების დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.

1980-იან წლებში შტურმერი პოპულარული ადამიანი გახდა. ამ წლებში მან დიდძალი შემოწირულობები განახორციელა Frankfurter Allgemeine Zeitung-ისთვის, იყო რედაქტორი წიგნების სერიისა „გერმანია და მათი ნაცია“ და არაერთი სახალხო ლექცია ჩაატარა. 2008 წელს მან ვლადიმერ პუტინზე ბიოგრაფიული წიგნი (Putin and the Rise of Russia) გამოსცა. ამ წიგნს დასავლური მედიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან ავტორმა პუტინის კაგებეში მუშაობის შესახებ წიგნში არაფერი დაწერა. შტურმერის წიგნი მეტწილად პუტინთან მის ყოველწლიურ ინტერვიუებზე დაყრდნობით დაიწერა.

კომენტარები: