თეზაურუსიs

Symbol

სიმბოლო, ნიშან–სიმბოლო. ამერიკელი ფილოსოფოსის ჩარლზ პირსის ნიშანთა სისტემის კლასიფიკაციის მიხედვით, ნიშან–სიმბოლო არის ნიშნის ტიპი, რომელიც დაკავშირებულია თავის აღსანიშნ ობიექტთან მხოლოდ შეთანხმების ან დამკვიდრებული, ტრადიციული წეს–ჩვეულების საფუძველზე. მაგალითად, ასოები ანბანში, მუსიკალური ბგერების აღმნიშვნელი ნოტები სანოტო სისტემაში, პარტიტურაში, მათემატიკური ციფრები და სიმბოლოები და სხვა. ეს კონვენციური ურთიერთკავშირი გამოიხატება ინტერპრეტანტით (იხილეთ Interpretant, Icon, Index, Sign).

კომენტარები: