თეზაურუსიs

Symbolic Convergence Theory

სიმბოლური კონვერგენციის თეორია. თეორია პროფესორ ერნესტ ბორმანს ეკუთვნის (1985). მისი დაშვებით, ყოველ სოციალურ ჯგუფს, ამ ჯგუფის წევრებს აქვთ გაზიარებული და მოწონებული ფანტაზიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ მიერ წარსულის გააზრებას და მომავალზე ფიქრს. "რიტორიკული ფანტაზია", ბორმანის აზრით, არის homo narrans-ისგან (ადამიანი მთხრობელი) შემდგარი კოლექტივის მიერ გაზიარებული ნარატივი, რომელიც გამოხატავს მათ გამოცდილებას, იმედებსა და შიშებს. ფანტაზიების გაზიარება ქმნის შესაბამისი გრძნობების კონვერგენციას, თავმოყრას, მსგავსი ემოციების გაერთიანებას, და ამგვარად იქმნებიან ამ ჯგუფებისა და საზოგადოებების გმირები და ნაძირლები, მოწონებული ხდება განსაზღვრული ტიპის ქმედება, ხოლო მეორე ტიპის ქმედება კი იგმობა იმავე ადამიანების მიერ. კონვერგენციული ნარატივის კოდები, ძირითადად, სიმბოლს გამომხატველი კოდები, რომლებიც ნარატივის ცენტრალური მითებისა და ფანტაზიების მნიშვნელობას ხსნიან.

კომენტარები: