თეზაურუსიt

Tabloid, tabloidization

ტაბლოიდი, ტაბლოიდიზაცია. ტაბლოიდი მცირეფორმატიანი ბულვარული შინაარსის მქონე გაზეთი/ბეჭდური გამოცემაა. სახელწოდებას სიტყვა წამლის გამოშვების ფორმიდან \"ტაბლეტიდან\" იღებს - მსგავსება შინაარსის კონცენტრირულობასა და \"ადვილად ჩასაყლაპობას\" ეფუძნება. ტაბლიოდიზაცია აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც ხდება ტრადიციული მედიაშინაარსის რევიზია, და შინაარსი მკითხველის კომერციულ მოთხოვნებზე იგება, რომელშიც სულ უფრო მეტი ყურადღება სექსს, სკანდალსა და გართობას ეთმობა. ტაბლოიდიზაცია გულისხმობს მეტ გართობას და ნაკლებ ინფორმაციას, მეტ სურათებსა და ილუსტრაციებს და ნაკლებ სიტყვიერ ტექსტს. მკვლევრები ტაბლოიდიზაციის ხარისხს პირდაპირ პროპორციულად უკავშირებენ ქვეყნის კანონმდებლობის ბუნებასა და რეგულაციის ნორმებს. მაგალითად, ტაბლოიდიზაციის შედარებით დაბალ ხარისხს გერმანიაში (დიდ ბრიტანეთთან შედარებით) ფრანკ ესერი (1999) იმით ხსნის, რომ გერმანიაში კანონი მკაცრად იცავს საჯარო ფიგურების პირად ცხოვრებას. 

კომენტარები: