თეზაურუსიt

Ten Commandments for Media Consumers

მედიის მომხმარებლის ათი მცნება. სტატიაში "ეთიკა მედიის მომხმარებლისთვის" (Ethics for media users, European Journal of Communication, December, 1995) სიზ ჯეი ჰემელინკმა ჩამოაყალიბა მედიამომხმარებლის ათი მცნება, რომლებიც მომხმარებლის მორალურ არჩევანს შეეხება: 1) იყავი ფხიზელი და გამჭრიახი მომხმარებელი; 2) აქტიურად იბრძოლე ცენზურის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ; 3) გაუმართლებლად ნუ დაარღვევ სარედაქციო დამოუკიდებლობას; 4) ებრძოლე რასისტულ და სექსისტურ სტერეოტიპებს მედიაში; 5) ეძებე ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები; 6) მოითხოვე ინფორმაციის პლურალისტური მოწოდება; 7) დაიცავი საკუთარი პირადი ცხოვრება; 8) იყავი ინფორმაციის სანდო წყარო; 9) არ მიიღო მონაწილეობა აღებ-მიცემობის ჟურნალისტიკაში; 10) მედიის პროდიუსერებისგან მოითხოვე ანგარიშვალდებულება.

კომენტარები: