თეზაურუსიt

Text

ტექსტი. ნიშნების, ნაშანთა სისტემებისა და კოდების აქტუალიზებული მნიშვნელობითი პოტენციალი. ბრიტანელი მეცნიერების ტიმ ო'სალივანის, ჯონ ჰარტლისა და ჯონ ფისკეს (1983, "საკვანძო ცნებები კომუნიკაციაში", Key Concepts in Communication), განმარტებით, ტექსტი არის "ნიშნებისა და კოდების აღმნიშვნელი სისტემა, რომელიც არსებითია კომუნიკაციის აქტისთვის". ამ სტრუქტურას ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმები შეიძლება ჰქონდეს: იგი შეიძლება იყოს ფილმის, ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, სახვითი ხელოვნების ნიმუშისა და ხმოვანი ჩანაწერის სახით. ო'სალივანი და თანაავტორები ამტკიცებენ, რომ სიტყვიერი ტექსტი აღნიშნავს შეტყობინებას, რომელიც ფიზიკურად თავისთავად არსებობს, გამგზავნისა და მიმღებისგან დამოუკიდებლად. ტექსტი სემიოლოგიური, სემანტიკური კვლევების ერთ-ერთი ცენტრალური საგანია. სემიოლოგია ტექსტს განიხილავს, როგორ მნიშვნელობითი ინტერპრეტაციების ობიექტს, ხოლო ინტერპრეტაციის ფარგლები, მოცულობა და რანჟირება დამოკიდებულია მიმღების სოციოკულტურულ ბექგრაუნდსა და გამოცდილებაზე.

კომენტარები: