ორგანიზაციაt

The Australian

”აუსტრალიანი” ფართოფორმატიანი (კვირის განმავლობაში მისი ტირაჟი 135,000-ს შეადგენს) გაზეთია, რომელიც 1964 წლის 14 ივლისიდან, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გამოიცემა.

”აუსტრალიანს” ”ნიუს ლიმიტიდი” (News Limited) გამოსცემს, რომელიც, თავის მხრივ, ”ნიუს კორპორეიშენის” საკუთრებაა. ამიტომ გაზეთში ”ნიუს კორპორეიშენის” (News Corporation) სხვა გამოცემების, მაგალითად, ”უოლ სტრიტ ჯორნალისა” (Wall Street Journal) და ”ტაიმსის” (The Times) მასალებიცაა შესული.

მიიჩნევენ, რომ გაზეთს, ძირითადად, კონსერვატიული მიმართულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის ავტორებს შორის სხვადასხვა პოზიციის ჟურნალისტები არიან, მემარჯვენე ავტორების რიცხვი აქ მაინც ჭარბობს. მისი ყოფილი რედაქტორი, პოლ კელი (Paul Kelly) აცხადებდა: ”აუსტრალიანმა” ბაზარზე თავი, როგორც ეკონომიკური ლიბერალიზმის მტკიცე მხარდამჭერმა, ისე დაიმკვიდრა”.

გაზეთი საკითხთა ფართო წრეს აშუქებს: პოლიტიკა, ბიზნესი, ხელოვნება, სპორტი და სხვა...

გაზეთს აქვს ვებგვერდიც - theaustralian.com.au

2010 წლიდან გაზეთის iPad-ის აპლიკაციაც ამოქმედდა.

კომენტარები: