ორგანიზაციაt

The Boston Globe

“ბოსტონ გლობი” (და “ბოსტონ სანდი გლობი”) ყოველდღიური ამერიკული გაზეთია, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში გამოიცემა. 1993 წლიდან გაზეთს კომპანია ”ნიუ-იორკ ტაიმს კომპანი” (New York Times Company) ფლობს.

გაზეთი საკუთარ ხედვას შემდეგნაირად აღწერს:

”ჩვენ ვმუშაობთ, რათა ინფორმაცია გავაანალიზოთ და მოგაწოდოთ; გაგართოთ; შტატის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ; გავიზარდოთ და გავმდიდრდეთ; ბეჭდვით სამყაროში ჩვენი წილი გავაფართოვოთ; მოვიპოვოთ წარმატება ყველაფერში, რაშიც კი ეს ჩვენთვის არის შესაძლებელი.

ყველა ჩვენი მკითხველისათვის მნიშვნელოვანი, სანდო და რელევანტური საინფორმაციო წყარო უნდა ვიყოთ და შესაბამისად, მათ პრობლემების დაძლევაში უნდა დავეხმაროთ.
აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად გონივრულად შედგენილი დღის წესრიგი უნდა გვქონდეს.

უნდა შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი ფორუმი, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანები დაუკავშირდებიან და სხვა...”

”ბოსტონ გლობი” 1872 წელს ებენ ჯორდანის (Eben Jordan) თაოსნობით ექვსმა ბიზნესმენმა დააფუძნა. ყველამ ერთად საქმეში $150,000 ჩადო. გაზეთის პირველი ნომერი 1872 წლის 4 მარტს გამოვიდა და ის 4 ცენტი ღირდა.

1993 წელს ”ბოსტონ გლობი” ”ნიუ-იორკ ტაიმს კომპანიმ” შეისყიდა.

დროთა განმავლობაში ”ბოსტონ გლობი” გაზეთიდან ინფორმაციის მულტიმედიურ წყაროდ გადაიქცა. 1995 წელს ამოქმედდა ვებგვერდი boston.com, რომელიც ამჟამად აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონალური ვებსაიტია.

boston.com

 

კომენტარები: