ორგანიზაციაt

The Daily Beast

”დეილი ბისტი” – ამერიკული ვებსაიტი, რომელიც თინა ბრაუნმა (Tina Brown), “ნიუ-იორკერის” (The New Yorker) ყოფილმა რედაქტორმა დააფუძნა. ”დეილი ბისტმა” მუშაობა 2008 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო. რაც შეეხება საიტის სათაურს - ცნობილი ინგლისელი მწერლის ივლინ ვოს რომანის, ”სენსაციის” მთავარი გმირი მუშაობს გაზეთში, რომელსაც ”დეილი ბისტი” ეწოდება.

2010 წლის ნოემბრიდან ”დეილი ბისტი” და ”ნიუს ვიკი” (Newsweek) ერთ კომპანიად გაერთიანდნენ, რომელსაც სახელად ”ნიუს-ვიკ დეილი ბისტ კომპანი” (Newsweek Daily Beast Company) ეწოდა.

ვებსაიტზე ყოველდღე ქვეყნდება ახალი ამბები და ანალიტიკური სტატიები სხვადასხვა აქტუალურ მოვლენაზე; ის აშუქებს საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკის, მეცნიერების, ეკონომიკისა და კულტურის უახლეს მოვლენებს; ვებგვერდის რუბრიკებია: პოლიტიკა, ბიზნესი, გართობა, მოდა, წიგნები, ხელოვნება, მსოფლიოს ქალები... აქვეა ბმული ”ნიუს ვიკის” საიტთანაც.

ვებგვერდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განყოფილებაა ”ჩით შიტი” (Cheat Sheet – „შპარგალკა“), სადაც მკითხველს შეუძლია, ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიების ანოტაციებს გაეცნოს და სურვილის შემთხვევაში ბმულით პუბლიკაციის სრულ ტექსტზე გადავიდეს.

ნიუ-იორკ ტაიმსის” (New York Times) ცნობით, 2009 წელს ”ბისტის” დამთვალიერებელთა რიცხვმა თვეში მილიონს მიაღწია.

გამოცემას თავისი მისია ასე აქვს ფორმულირებული: წარმატებული და გავლენიანი აუდიტორია უფრო ჭკვიან და მარდ აუდიტორიად უნდა ვაქციოთ.

thedailybeast.com

კომენტარები: