ორგანიზაციაt

The Express Tribune

”იქსპრეს ტრიბუნი” პირველი პაკისტანური გაზეთია, რომელიც საერთაშორისო გამოცემის შვილობილი გამოცემაა. მისი პარტნიორი ”ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბუნია”. ”იქსპრეს ტრიბუნი“ თანამედროვე პაკისტანის სახეს აღწერს. ნოვატორული მაკეტით, რომელიც მსოფლიოში აღიარებული დიზაინერის მიერ არის შექმნილი, გაზეთი მკითხველისთვის თავის ფურცლებზე გამოქვეყნებულ მასალას თითქოს აცოცხლებს.

”იქსპრეს ტრიბუნში” მუშაობენ ცნობილი ჟურნალისტები, რომლებიც თავის მისიას ასე აღწერენ: ”ჩვენი მიზანი იმ ლიბერალური ღირებულებებისა და თანასწორობის ტრადიციების დაცვაა, რომლებისაც გვწამს და რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ.”

გაზეთი სხვადასხვა თემებს: პოლიტიკას, ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, სპორტს, კულტურას აშუქებს...

”იქსპრეს ტრიბუნს” აქვს ციფრული, ინტერნეტვერსიაც. ვებგვერდის თანამშრომლები კვირაში 7 დღისა და 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა მკითხველი უწყვეტად იღებდეს უკანასკნელ, ყველაზე ახალ ინფორმაციას.

”იქსპრეს ტრიბუნი” 2010 წლიდან გამოიცემა პაკისტანში, ყარაჩიში. გაზეთს მემარცხენე-ცენტრისტულ ლიბერალურ გამოცემად მიიჩნევენ.

კვირაობით გამოდის აგრეთვე მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი, რომელშიც სოციალური ხასიათის კომენტარები, ინტერვიუები ქვეყნდება და რომელსაც, თავის მხრივ, ოთხგვერდიანი დამატება ახლავს, სადაც მკითხველს რეცეპტებს, რევიუებს, რჩევებს და მსგავსი ხასიათის მსუბუქ თემებს სთავაზობენ.

tribune.com.pk

კომენტარები: