ორგანიზაციაt

The Faster Times [TFT]

ონლაინ-გაზეთი. 2009 წლის ივლისში დააფუძნა სემ ეფლმა. ბევრი ბეჭდური გამოცემის ჟურნალისტმა სამსახური დაკარგა და ეფლმა ისინი იმ პირობით დაიქირავა, რომ მათ პუბლიკაციასთან განთავსებული რეკლამის ღირებულების 75 პროცენტს გადაუხდიდა. 2010 წლიდან შესაძლებელი გახდა მკითხველთა რეგისტრაციაც.

გამოცემის დევიზია - „ახალი ტიპის ჟურნალისტიკა ახალი ტიპის სამყაროსათვის“. TFT-ს ჟურნალისტებს და რედაქტორებს შორის არიან ლაურეატი ბელეტრისტები, არაბელეტრისტული წიგნების ავტორები, უნივერსიტეტების პროფესორები, კომედიური სატელევიზო შოუების ავტორები და უამრავი ცნობილი გამოცემის (The New York Times, The New Republic, The Wall Street Journal, The New Yorker, Vanity Fair, The International Herald Tribune, The Christian Science Monitor, GQ, Smithsonian, Bon Appetit, The Atlantic, New York, Slate, Salon.com) კორესპონდენტები.

The Faster Times

კომენტარები: