ორგანიზაციაt

The Scotsman

„სკოტსმენი“ შოტლანდიური გაზეთია, რომელიც ედინბურგში 1817 წლიდან გამოიცემა. იმ დროს ის ყოველკვირეული, ლიბერალური ხასიათის გაზეთი იყო. დამფუძნებლების, უილიამ რიჩისა (William Ritchie) და ჩარლზ მაკლარენის (Charles Maclaren) თქმით, გაზეთი იმისთვის შეიქმნა, რომ მას კონკურირება გაეწია იმჟამინდელი გამოცემებისთვის, რომლებიც ედინბურგის ისტებლიშმენტს „სამარცხვინოდ ემონებოდნენ“; ირწმუნებოდნენ, რომ გაზეთი იქნებოდა მიუკერძოებელი, მტკიცე პოზიციის და დამოუკიდებელი. 1850 წელს შოტლანდიაში გადასახადი, რომელსაც „სტამპ დიუთი“ (Stamp duty) ეწოდებოდა, გაუქმდა და გაზეთი ყოველდღიურ გამოცემად გარდაიქმნა. იმ დროისთვის მისი ტირაჟი 6,000 ეგზემპლარს შეადგენდა.

1953 წელს გაზეთი როი ტომპსონმა (Roy Thomson), კანადელმა მილიონერმა, ხოლო 1995 წელს დევიდ და ფრედერიკ ბარკლაებმა (David and Frederick Barclay) შეისყიდეს. 2005 წელს „სკოტსმენი“ ამჟამინდელი მფლობელის, კომპანია „ჯონსტონ პრესის“ (Johnston Press) ხელში გადავიდა. ეს კომპანია შოტლანდიაში დაფუძნდა და დღეს ის დიდ ბრიტანეთში გაზეთების სამ ყველაზე მსხვილ საგამომცემლო კომპანიას შორისაა.

2012 წელს „სკოტსმენს“ შოტლანდიური გაზეთების დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო გაზეთის პრიზი გადაეცა.

1998 წლიდან მოქმედებს „სკოტსმენის“ ინტერნეტპორტალი - scotsman.com, რომელიც სხვადასხვა სტატიებსა და ახალ ამბებს აქვეყნებს.

2012 წლის ნოემბრის მონაცემებით, გამოცემის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი 28,500-ს ეგზემპლარს შეადგენს, ხოლო ინტერნეტპორტალს დღეში საშუალოდ 105,959 ვიზიტორი ჰყავს. 2004 წლიდან გაზეთის ბეჭდური ვერსია კომპაქტური ფორმატით გამოიცემა.

„სკოტსმენმა“ შოტლანდიის პრესის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მას ორიგინალურად მოაზროვნე გაზეთის რეპუტაცია აქვს; გაზეთისა, რომელიც საზოგადოებას დაფიქრებისა და მოვლენათა ანალიზისკენ უბიძგებს.

scotsman.com

კომენტარები: