ორგანიზაციაt

The Sunday Telegraph

„სანდი ტელეგრაფი“ ფარტოფორმატიანი ბრიტანული საკვირაო გაზეთია, რომელიც 1961 წლიდან გამოიცემა. ის „დეილი ტელეგრაფის“ მეგობარი გაზეთია და თუმცა მას სხვა სარედაქციო შემადგენლობა მართავს, ხშირად ორივე ამ გამოცემაში ერთსა და იმავე თემას აშუქებენ.

„სანდი ტელეგრაფის“ ყველაზე ცნობილი ჟურნალისტია პერიგრინ უორსროუნი (Peregrine Worsthorne), რომელიც 1986-1989 წ.წ. გაზეთის მთავარი რედაქტორიც იყო. „სანდი ტელეგრაფის“ მფლობელია კომპანია „ტელეგრაფ მედია გრუპი“ (Telegraph Media Group).

„სანდი ტელეგრაფს“ კვირის განმავლობაში 1,384,000 ზრდასრული მკითხველი ეცნობა. „სანდი ტელეგრაფს“ და „ტელეგრაფს“საკუთარი ქსელური ვერსიაც აქვთ, რომლის მისამართია - http://www.telegraph.co.uk/. ვებგვერდზე მოქმედებს მუდმივი რუბრიკები: ახალი ამბები, მსოფლიო, ფინანსები, კომენტარი, კულტურა, ბლოგები, მოდა, ცხოვრების სტილი და ტექნოლოგიები. თითოეული რუბრიკა ქვერუბრიკებისგან შედგება. მაგალითად, სექცია „ნიუსში“ ქვეყნდება ახალი ამბები მეცნიერებაზე, განათლებაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, სამეფო კარზე, ცნობილ ადამიანებზე... აქვე, ნიუსის სექციაში მოქმედებს რუბრიკა-ნეკროლოგიც.

სექცია „მსოფლიოში“ წარმოდგენილია შემდეგი თემატიკა: აშშ, აზია, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია, აფრიკა, სამხრეთ ამერიკა და ცენტრალური აზია.

სექცია „კულტურა“ შემდეგ ქვერუბრიკებად იყოფა: კინო, მუსიკა, ხელოვნება, წიგნები, ტელევიზია, რადიო, ცეკვა, ოპერა, ფოტოგრაფია, ვიდეო და სხვა...

telegraph.co.uk

კომენტარები: