ორგანიზაციაt

The Sunday Times

“სანდი ტაიმსი“ ყველაზე პოპულარული საკვირაო ბრიტანული გაზეთია. მას კომპანია „ტაიმს ნიუსფეიფერი“ (Times Newspapers Ltd) გამოსცემს, რომელიც „ნიუს ინტერნეიშენელის“ (News International) შვილობილი ორგანიზაციაა. თავის მხრივ, „ნიუს ინტერნეიშენელის“ მფლობელი კომპანია „ნიუს კორპორეიშენია“ ( News Corporation). „ტაიმს ნიუსფეიფერი“ „ტაიმსსაც“ გამოსცემს.

„სანდი ტაიმსი“ საკვირაო ბაზრის ლიდერია, მისი ტირაჟი მილიონს აღაწევს. იმ დროს, როდესაც ნაციონალური გაზეთების უმეტესობა ტაბლოიდის ფორმატზე გადავიდა, „სანდი ტაიმსი“ ისევ ფარტო ფორმატით გამოდის. „სანდი ტაიმსის“ ნათესავი გაზეთია „ტაიმსი“.

„სანდი ტაიმსმა“ მაღალი რეპუტაცია საგამოძიებო რეპორტაჟებით, უცხოეთის ამბების გაშუქებითა და იმ გუნდით მოიპოვა, რომელშიც ბევრი ცნობილი ჟურნალისტი მუშაობს.

სხვადასხვა ახალი ამბების გარდა გაზეთი ყოველწლიურ რეიტინგებს, ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების, წარმატებული ბრიტანული კომპანიების, ბესტსელერების ნუსხას აქვეყნებს... „სანდი ტაიმსის“ ოქსფორდის ყოველწლიურ ლიტერატურულ და ველინგტონის კოლეჯის განათლების ფესტივალებს ატარებს...

გაზეთი 1821 წლიდან „ნიუ ობზერვერის“ (The New Observer) სახელით გამოიცემოდა. 1822 წლიდან მას „სანდი ტაიმსი“ ეწოდა, თუმცა იმ დროს მას „ტაიმსთან“ არაფერი არ აკავშირებდა. 1981 წელს გაზეთი მერდოკის „ნიუს ინტერნეიშენელმა“ შეისყიდა.

არსებობს გაზეთის ციფრული ვერსია ინტერნეტში და ვერსია აიპადისთვის. ორივე ეს ვერსია მკითხველს ვიდეომასალას, ზოგადად მულტიმედიურ მომსახურებას სთავაზობს.

თავიდან „სანდი ტაიმსს“ და „ტაიმსს“ ერთი ვებსაიტი ჰქონდა, მაგრამ 2010 წლის შემდეგ მათ ცალ-ცალკე საიტები შექმნეს.

გაზეთის აიპადის ვერსია 2010 წელს შეიქმნა, ხოლო 2011 წელს ანდროიდის აპლიკაციაც გამოჩნდა. 2012 წლიდან ამოქმედდა პლატფორმა „ეფლის ნიუსტენდი“ (Apple's Newsstand), რომელსაც ახალი ამბების ავტომატური ჩატვირთვის რეჟიმი აქვს. აქ ყოველკვირეულად 500 MB მასალის განთავსებაა შესაძლებელი, რაც მას მსოფლიოში გაზეთის ყველაზე ვრცელ აპლიკაციად აქცევს.

გამოიცემა გაზეთის რეგიონალური - ირლანდიური და შოტლანდიური - ვერსიებიც.

გაზეთის პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრისტულია.

thesundaytimes.co.uk

კომენტარები: