ორგანიზაციაt

The Times

„ტაიმსი“ ყოველდღიური ბრიტანული გაზეთია. მისი პირველი ნომერი ლონდონში გამოვიდა „დეილი უნივერსალ რეჯისტერის“ (The Daily Universal Register) სახელწოდებით 1785 წელს. ამჟამინდელი სათაური გაზეთს 1788 წლის პირველი იანვრიდან დაერქვა. მისი პარტნიორი გაზეთი ”სანდი ტაიმსი“ (The Sunday Times) 1821 წლიდან გამოიცემა. ორივე გაზეთი 1981 წლიდან „ნიუს ინტერნეიშენელის“ (News International) შვილობილ კომპანიებს წარმოადგენს, ხოლო „ნიუს ინტერნეიშელის მფლობელი „ნიუს კორპორეიშენია“, რომელსაც სათავეში რუპერტ მერდოკი უდგას.

„ტაიმსსა“ და „სანდი ტაიმსს“ საზიარო საშტატო შემადგენლობა არა აქვს, ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ; მიუხედავად იმისა, რომ 1967 წლის შემდეგ მათ საერთო მფლობელი ჰყავთ.

„ტაიმსი“ მთელი 219 წლის განმავლობაში ფართოფორმატიანი გაზეთი იყო, მაგრამ 2004 წელს ახალგაზრდა მკითხველის დაინტერესების მიზნით, ის უფრო კომპაქტური ფორმატით გამოიცემა.

ტრადიციულად, გაზეთი ზომიერ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, თუმცა ხანდახან კონსერვატორებსაც ემხრობა. ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, მისი მკითხველების 40 პროცენტი კონსერვატიული პარტიის მომხრეა, 29 პროცენტი - ლიბერალური დემოკრატების და 26 პროცენტი - ლეიბოროსტების.

2012 წლის მარტის მონაცემებით, გაზეთის საშუალო დღიური ტირაჟი 394,102 ეგზემპლიარს შეადგენდა. გაზეთის ამერიკული ვერსია 2006 წლიდან გამოიცემა.

გაზეთი ახალ ამბებს აშუქებს, ანალიტიკურ და ეკონომიკურ სტატიებს აქვეყნებს, მას აქვს პუბლიკაციები სპორტზე, ადგილს უთმობს ნეკროლოგებსაც...

„ტაიმსს“დამატებებიც აქვს, მაგალითად - „ტაიმს 2“, რომლის მთავარი თემაც ცხოვრების სტილია. აქვე იბეჭდება თავსატეხები და კროსვორდები. „ტაიმსის“ დამატებაა აგრეთვე „გეიმი“ (The Game), რომელიცფეხბურთს - პრემიერ ლიგის, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის თამაშებს ეძღვნება.

„ტაიმსი“ და „სანდი ტაიმსი“ 1999 წლიდან წარმოდგენილია ინტერნეტშიც. მათი ამჟამინდელი ინტერმისამართებია: thetimes.co.uk და thesundaytimes.co.uk. 2011 წლისათვის „ტაიმსის“ ხელმომწერთა საერთო რაოდენობა ქსელში 111,000 კაცს შეადგენდა.

thetimes.co.uk 

კომენტარები: