The Wall Street Journal [WSJ]
„უოლ სტრიტ ჟურნალი“ (ინგლ. ”უოლ-სტრიტის გაზეთი”) - ამერიკული ყოველდღიური გავლენიანი ინგლისურენოვანი გაზეთი. გამოიცემა 1889 წლის 8 ივლისიდან ქალაქ ნიუ-ორკში (ნიუ-ორკის შტატი) კომპანია ”Dow Jones & Company”-ს მიერ. მისი დამფუძნებლები არიან ჩარლზ დოუ, ედუარდ ჯონსონი და ჩარლზ ბერგსტრესერი.
2003 წლის ნოემბრამდე (ვიდრე მას ”USA Today”-მ არ გაუსწრო), გაზეთს ყველაზე დიდი ტირაჟი ჰქონდა აშშ-ში. 2007 წლისათვის გაზეთის ყოველდღიური საერთაშორისო ბრუნვა 2 მილიონს აჭარბებდა. გამოცემის ელექტრონულ ვერსიას ჰყავს დაახლოებით 900 000-მდე ფასიანი ხელმომწერი. არსებობს გაზეთის ევროპული და აზიური გამოცემები. რაც შეეხება სახელწოდებას („უოლ სტრიტ ჟურნალი“), ის ნიუ-ორკის ერთ-ერთი ქუჩის, უოლ-სტრიტის (აშშ-ს ფინანსური ცენტრი) სახელს უკავშირდება. გამოცემის უმთავრესი ამოცანა ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს საქმიანი და ფინანსური სიახლეების გაშუქებაა, თუმცა ის ასევე აქვეყნებს პოლიტიკისა და კულტურის ახალ ამბებსაც; ანალიტიკურ სტატიებს... მისი მთავარი კონკურენტი დღეს ბრიტანული ”Financial Times”-ია. 2007 წელს კომპანია ”Dow Jones & Company” ავსტრალიელმა მედია მაგნატმა რუპერტ მერდოკმა და მისმა” News Corporation”-მა იყიდა.
europe.wsj.com