ორგანიზაციაt

The Washington Post Company

კომპანია „ვაშინგტონ პოსტი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო და მედიასაწარმოსაგან შედგება, რომლებიც სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობენ, გამოსცემენ ბეჭდურ და ონლაინგაზეთებს, მათ განკარგულებაშია საეთერო და საკაბელო სატელევიზიო მაუწყებლობები.

კომპანია 1877 წელს დააფუძნა სტილსონ ჰადჩინსმა - სწორედ ამ დროს დაიწყო გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ გამოცემა.

კომპანია „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელია Kaplan, Inc-ი, რომელიც ცნობილია ცალკეული პირების, სკოლებისა და ბიზნესსაწარმოების საგანმანათლებლო მომსახურებით. კომპანია წელიწადში მილიონამდე სტუდენტს ამზადებს და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ოპერირებს. მის პროგრამებში უმაღლესი განათლება, ტესტების მომზადება, ენის სწავლება და პროფესიული წვრთნები შედის.

კომპანია „ვაშინგტონ პოსტი“ თავის მიზნებად ასახელებს:

 საუკეთესო გაზეთების, სატელევიზიო პროგრამებისა და სასწავლო დაწესებულებების შექმნასა და მართვას;
 ბიზნესის წარმოებას ისე, რომ მისი წარმატება აქციების ღირებულების მატებით იზომებოდეს;
 ისეთი სამუშაო ადგილების შექმნას, რომლებიც პირველ ადგილას იქნება: 1) პირობებით; 2) ლიდერობით უმცირესობათა წარმომადგენლებისა და ქალთა დასაქმების თვალსაზრისით;
 ისეთი კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაუწევს;
 ისეთი კრეატიული, მოქნილი და გონივრული პოლიტიკის გატარებას, რომელიც ადვილად ერგება ბიზნესგარემოს ცვლილებებს;
 ბიზნესსაზოგადოებაში საპატიო პოზიციის დაკავებას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ვაშინგტონ პოსტი“ ბევრი საწარმოსგან შედგება, ყველა მისი დანაყოფი დეცენტრალიზაციის პრინციპით იმართება. ისინი იზიარებენ კომპანიის საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, მაგრამ თითოეულ კომპანიას აქვს საკუთარი იდენტობა, სამუშაო კულტურა და ბიზნესის წარმოების განსხვავებული მეთოდები. შესაბამისად, პასუხისმგებლობა კომპანიაში შემავალი ამა თუ იმ საწარმოს მუშაობაზე მის მმართველ გუნდს ეკისრება.

კომენტარები: