ორგანიზაციაt

Time (magazine)

“თაიმი“ (ინგლ. - დრო“) ყველაზე პოპულარული ყოველკვირეული ამერიკული და ყველაზე მსხვილი საინფორმაციო ჟურნალია მსოფლიოში. მისი სათავო ოფისი ნიუ-ორკშია. ჟურნალის აუდიტორია ქვეყნის შიგნით 20 მილიონ, ხოლო მსოფლიოში - 25 მილიონ მკითხველს მოიცავს. მისი ტირაჟი 2009 წლისათვის 3, 4 მილიონ ეგზემპლიარს შეადგენდა.

გაზეთის შექმნის იდეა ჰენრი ლუისსა და ბრაიტონ ჰედენს გაუჩნდათ იელის უნივერსიტეტის სტუდენტების საიდუმლო საზოგადოების, „Skull & Bones-ის რეზიდენციაში. ჟურნალის პირველი ნომერი 1923 წლის 3 მარტს გამოიცა. ის იყო პირველი საინფორმაციო ყოველკვირეული ჟურნალი მსოფლიოში. ათი წლის შემდეგ TIME-ს Newsweek-ის სახით მას კონკურენტი გაუჩნდა. 1967 წლამდე (ჰენრი ლუისის გარდაცვალებამდე) TIME ზომიერ კონსერვატიულ გამოცემად ითვლებოდა.

ჟურნალი აქვეყნებს ახალ ამბებსა და ანალიტიკურ სტატიებს პოლიტიკის, ბიზნესის, განათლების, რელიგიის, მეცნიერებისა და მედიცინის, ტექნოლოგიების... ასევე კულტურის სფეროდან...
1989 წლიდან Time-ი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და შოუ ბიზნესის სფეროში ყველაზე დიდი ჰოლდინგის - Time Warner-ის (Time Inc.) საკუთრებაა. ამერიკულის გარდა გამოიცემა ჟურნალის ევროპული (ლონდონი), აზიური (ჰონ-კონგი) და ავსტრალიური (სიდნეი) ვერსიები.

1927 წლიდან ჟურნალი დეკემბრის ბოლო ნომერში ტრადიციულად ასახელებს „წლის ადამიანს“, რომელსაც ჟურნალის აღმასრულებელი რედაქტორი ირჩევს. 2010 წლის ადამიანი კომპანია Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გახდა.

1999 წლის შემდეგ ჟურნალი აქვეყნებს ასევე წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულს - „TIME 100“. სიას მეცნიერთა კომისია ადგენს.

time.com

კომენტარები: