თეზაურუსიt

Transactional Analysis

ტრანზაქციული ანალიზი. თავდაპირველად ერიკ ბერნის მიერ ფსიქოთერაპიაში დამკვიდრებული ანალიზის ტექნიკა თანამედროვე მსოფლიოში უფრო ფართო მიდგომით გამოიყენება, კერძოდ ინერეპეესონალური ურთიერთობების შესაწავლისა და გაუმჯობესების მიზნით. ეს ანალიტიკური ტექნიკა ამოსავლად იყენებს ბერნის მიერ შემოტანილ "ეგო სტატუსებს" - მშობლის, მოზრდილისა და ბავშვის. ტრანზაქცია განიხილება, როგორც ინტერაქცია ორი პირის მონაწილეობით, რომლის დროსაც ერთი პირის ეგო-სტატუსი სტიმულს აძლევს მეორე პირის ეგო-სტატუსს, ანუ განაპირობებს კომუნიკაციის მიმდინარეობას. ტრანზაქცია აანალიზებს, რომელის სტატუსიდან გამომდინარე საუბრობენ ინდივიდები და როგორ გამოიხატება მათი ეგო-სტატუსი არა მარტო ვერბალურად, არამედ ჟესტებით, ხმის ტონით, სახის გამომეტყველებით და სხვა. 

კომენტარები: