ორგანიზაციაt

Tribune de Genève

„ტღიბუნ დე ჟენევი“ (ფრანგ. - “ჟენევის ტრიბუნა”) შვეიცარიული ფრანგულენოვანი ყოველდღიური რეგიონალური გაზეთია. ის უმსხვილესი საგამომცემლო კომპანია Edipresse-ს საკუთრებაა.

გაზეთი პირველად 1879 წლის 1 თებერვალს გამოიცა. მისი დამფუძნებელია ამერიკელი ბიზნესმენი ჯეიმს ბეიტსი (James T. Bates). გაზეთი ფრანგულ ენაზე გამოიცემა, მაგრამ მის ინტერნეტვერსიაში ინგლისურენოვანი სტატიებიც გვხვდება. გაზეთის შტაბბინა შვეიცარიის ფრანგული ნაწილის ცენტრალურ ქალაქ ჟენევაში მდებარეობს. 2007 წლის მონაცემებით გაზეთის ტირაჟი დღეში 67,151 ეგზემპლარს აღწევდა, მკითხველთა რაოდენობა კი 175 000 კაცს შეადგენდა.

tdg.ch

 

კომენტარები: