ცნობარიv

Venice Commission

ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს მრჩეველი ორგანოა. ის საკონსტიტუციო სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება. ვენეციის კომისია1 990 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დაარსდა, რადგან იმ დროისთვის აღმოსავლეთ ევროპას კონსტიტუციის სფეროში ცენტრალური და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. კომისიის სრული დასახელებაა: „ევროპული კომისია - კანონების გზით დემოკრატიისაკენ“ ("European Commission for Democracy through Law"), მაგრამ მისი დაარსების ადგილის გამო მას უბრალოდ „ვენეციის კომისიას“ უწოდებენ.

კომისიამ ფუნქციონირება 18 წევრი ქვეყნით დაიწყო, ხოლო შემდგომში მას ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყანა შეუერთდა; 2002 წლიდან შესაძლებელი გახდა არაევროპული ქვეყნების მიღებაც. დღესდღეობით, 2012 წლის მონაცემებით, ვენეციის კომისიას 58 წევრი ქვეყანა ჰყავს: აქედან 47 ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა, შემდეგ მათ შეუერთდნენ: ყირგიზეთი 2004 წლიდან, ჩილე 2005-დან, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 2006 წლიდან, მაროკო და ალჟირი 2007-დან , ისრაელი 2008 წლიდან, ბრაზილია და პერუ 2009 წლიდან, ტუნისი და მექსიკა 2010-დან და ყაზახეთი 2012 წლიდან. ბელორუსია ორგანიზაციაში ასოცირებული წევრის, არგენტინა, კანადა, ვატიკანი, იაპონია, აშშ და ურუგვაი კი - დამკვირვებელი ქვეყნების სტატუსით სარგებლობენ.

ვენეციის კომისიის პირდაპირი დანიშნულებაა, დაეხმაროს ქვეყნებს კონსტიტუციური საკითხების ორგანიზებაში და შესთავაზოს პრობლემის გადაჭრის გზები, რათა ამ ქვეყნებში გაიზარდოს დემოკრატიული ორგანიზაციების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. 1991 წელს კომისია დაეხმარა რუმინეთს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მომზადებაში. 2012 წელს ვენეციის კომისიამ უნგრეთი გააკრიტიკა კანონების ეკლესიაზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო.

ვენეციის კომისია სამიზნე ქვეყანაში სამუშაო ჯგუფს აგზავნის, ჯგუფის წევრები კი ადგილობრივ კანონმდებლებს შესაბამისი კანონის მოსამზადებლად რჩევებს აძლევენ. მათთან დისკუსიის შემდეგ სამუშაო ჯგუფი ამზადებს წერილობით დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის კანონი დემოკრატიულ პრინციპებს და იძლევიან რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ კანონის დემოკრატიულ სტანდარტებში მოქცევა. ამის შემდეგ მომზადებული დოკუმენტი განიხილება კომისიის პლენარულ სესიაზე, რომელსაც ხშირად სამიზნე ქვეყნის წარმომადგენელიც ესწრება.

კომენტარები: