ტერმინებიv

Video

ვიდეო. სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების ჩაწერა კასეტურ ფირზე. ვიდეო 1970-იანი წლების დამლევისა და 1980-იანების დამდეგი წლების უდიდეს და უპოპულარულეს ტექნიკურ მიღწევად მიიჩნევა. ვიდეომ შესაძლებელი გახადა ტელევიზორის ცქერა დროის გადანაცვლებით, გაათავისუფლა მაყურებელი სატელევიზიო პროგრამების მკაცრი გრაფიკის მიდევნებისგან. ვიდეოფირზე ჩაწრილი სატელევიზიო პროგრამები და ფილმები კომერციულად ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა. ვიდეოს ფართო და მასობრივი შემოსვლით სამომხმარებლო ბაზარზე დაიწყო და სწრაფი ტემპებით გაგრძელდა აუდიტორიის ფრაგმენტაცია, პროცესი, რომლის მიმდინარეობას, შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სატელევიზიო პროგრამირებაში, ისე რეკლამისა და პრომოციის მარკეტინგის დარგში. 

კომენტარები: