ტერმინებიv

Visions of Order

წარმოდგენა ჟურნალისტის დანიშნულებაზე. დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული წარმოდგენის მიხედვით, ჟურნალისტის ფუნქციად მიიჩნეოდა სინათლის, განათლების გავრცელება. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ჯაკ დერიდა  ნაშრომში Writing and Difference (UK: Routledge & Kegan Paul, 1978) ავითარებს "ჰელიოლოგიურ მეტაფორას" და აღწერს ჟურნალიტს, როგორც ჰელიოგრაფის, სინათლის ჩამწერისა და გადამცემის, ადამიანურ ნაირსახეობას. მოგვიანებით დერიდას მეტაფორა კიდევ უფრო განავრცო ინგლისელმა სოციოლოგმა და კომუნიკაციათმცოდნემ, ჯონ ჰარტლიმ წიგნში The Politics of Pictures: The Creation of the Public in the Age of Popular Media (UK: Routledge, 1992). ერთ-ერთი ქვეთავის სათაური სწორედ ასე ჟღერს: "ჰელიოგრაფია: ჟურნალისტიკა და სიმართლის დასურათხატება".

კომენტარები: