თეზაურუსიw

War: Four Stages of War Reporting

ომი: ომის რეპორტირების ოთხი საფეხური, ოთხი სტადია. ომის გადმოცემის, რეპორტაჟის კლასიკური ანალიზის ავტორის, ფილიპ ნაითლის (Philip Knightley, The First Causality: A History of War Reporting, UK: Prion, 2000) აზრით, სამხედრო და/ან შეირაღებულიკონფლიქტების გაშუქება დასავლეთის მედიის მიერ კანონზომიერებს ემორჩილება და ოთხ სტადიას მოიცავს. პირველ სტადიას ნაითლი "კრიზისს" უწოდებს, მეორეზე მტრის ლიდერის დემონიზაცია ხდება, მესამე სტადიაზე კი მთლიანად მტრის, როგორც ერთიანისა და განუყოფლის, დემონიზაცია, ხოლო მეოთხე სტადია მოიცავს მტრის ბოროტმოქმედებებისა და სისატიკის ჩვენებას.

კომენტარები: