თეზაურუსიw

Watergate

უოტერგეიტი. უოტერგეიტის საქმე. ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალის აღმნიშვნელი სახელი. ამავე დროს უოტერგეიტი მედიის ძალაუფლებისა და გავლენის სიმბოლოდაც მიიჩნევა. 1972 წლის 17 ივნისს, გამთენიისას, პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევო კამპანიის ხუთი აქტივისტი ვაშინგტონში მდებარე სასტუმრო კომპლექს "უოტერგეიტში" მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორების, კარლ ბერნსტაინის და ბობ ვუდუორდის, ჟურნალისტური გამოძიებისას დადგინდა, რომ უოტერგეიტის საქმე ფართო კანონსაწინააღმდეგო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ბობ ვუდუორდის განცხადებით: “ჩვენ გამოვავლინეთ ის ხალხი, რომლებიც შეერთებული შტატების თავისუფალი საარჩევნო სისტემის დანგრევას ცდილობდა და დემოკრატების წინააღმდეგ ჯაშუშობას და საბოტაჟის აქტებს ახორციელებდა.“
არსებული მასალების გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კონგრესის დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად კი დადგინდა, რომ შეთქმულებაში თეთრი სახლის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტ ნიქსონის სარჩევნო კამპანიის წევრები მონაწილეობდნენ. 1973 წელს სენატში გამართული მოსმენების დროს გამოვლინდა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი თეთრ სახლში გამართულ საუბრებს უკანონოდ იწერდა. 1974 წელს, როცა თეთრი სახლის ჩანაწერები გამოაშკარავდა, რიჩარდ ნიქსონმა კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა დაკარგა და იძულებული გახდა, გადამდგარიყო. 

კომენტარები: