ბიოგრაფიაw

Wehner, Markus

მარკუს ვენერი

 

გერმანელი ჟურნალისტი, ცნობილი გერმანული გაზეთის, Frankfurter Allgemeine Zeitung-ის (FAZ) საკვირაო გამოცემის კორესპონდენტი.

ვენერი 1963 წლის 24 აგვისტოს დაიბადა და გაიზარდა აღმოსავლეთ საქსონიის ქალაქ ფულდაში. რაბანუს მაურუსის სკოლის (Rabanus Maurus Schule) დამთავრების შემდეგ მან ფრაიბურგში, ბრაიგსგაუში გააგრძელა სწავლა; უნივერსიტეტში ის ისტორიის, პოლიტოლიგიის, გერმანისტიკისა და სლავისტიკის ფაკულტეტებზე ირიცხებოდა.

სწავლის დასრულების შემდეგ მარკუს ვენერი ფრაიბურგიდან ბერლინში, ხოლო მოგვიანებით მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საგარეო პოლიტიკური ჟურნალისთვის მთარგმნელად მუშაობდა. ბერლინში დაბრუნების შემდეგ, 1992 წელს მან სამაგისტრო გამოცდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin) ჩააბარა და ხარისხიც მიიღო.

რუსეთისა და აღმოსავლეთ გერმანიის არქივების გახსნის შემდეგ, 1992-93 წლებში, ვენერი სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა. 1992 წლიდან იგი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ (FAZ) თავისუფალ კორესპონდენტად მუშაობდა, 1996 წლის ოქტომბერში კი იმავე გაზეთის რედაქციაში გერმანიის საშინაო პოლიტიკის მიმომხილველად დაიწყო მუშაობა, თან პერიოდულად თავისი რუსული გამოცდილების შესახებ წერდა. 1999 წლის ოქტომბრიდან 5 წლის განმავლობაში ვენერი FAZ-ის მოსკოვის კორესპონდენტი იყო. 2004 წლის შემოდგომიდან კი ამავე გაზეთის საკვირაო გამოცემის კორესპონდენტად მუშაობს. დაქორწინებულია და ჰყავს სამი შვილი.

კომენტარები: