თეზაურუსიw

Wesley and Maclean's Model of Communication, 1957

უესლისა და მაკლინის კომუნიკაციის მოდელი, 1957. ეს მოდელი წარმოადგენს ნიუკომბის მოდელის მოდიფიცირებულ ვერსიას იმ განსხვავებით, რომ თუ ნიუკომბის მოდელი, ძირითადად, ასახავს ფიგურანტებისა და ეფექტების განლაგებას ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროცესში, უესლი და მაკლინი აქცენტს მასობრივ კომუნიკაციაზე სვამენ და მიუთითებენ, რომ კომუნიკაციის მასობრივი ხასიათი მნიშვნელოვნად ანაცვლებს პროცესის მონაწილეების პოზიციებს. მაგალითად, უესლისა და მაკლინის აზრით, მასობრივ კომუნიკაციაში კომუნიკატორი და არხი უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ხოლო აუდიტორია უფრო დაშორებული ხდება მათგან, ვიდრე ეს ნიუკომბის მოდელშია. ამ მოდელის მთავარი მიგენბა ის არის, რომ აუდიტორიის ცვლადი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული კომუნიკატორსა და არხზე. მით უმეტეს, რომ არხს ამ მოდელში ორმაგი ბუნება აქვს: მან შეიძლება გაატაროს, როგორც დაინტერესებული წყაროსგან მომავალი შეტყობინება, ასევე შეტყობინება წინასწარ დაუგეგმავი ხდომილების შესახებ.

კომენტარები: