თეზაურუსიw

Westerstahl and Johansson's Model of News Factors in Foreign News, 1994

საინფორმაციო ფაქტორები საზღვარგარეთულ ახალ ამბებში, ვესტერსტალისა და იოჰანსონის მოდელი, 1994. მოდელის ავტორების აზრით, ახალი ამბების მედიურ დღის წესრიგში მოხვედრისა და შერჩევის მთავარი გენერატორი არის არა კონტექსტი ან გარემო, არამედ იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად "ახლოს" არის ესა თუ ის ფაქტი და მოვლენა იმ ადგილთან, სადაც ქვეყნდება ეს ახალი ამბავი. "სიახლოვის" ფენომენი ეფუძნება ოთხ კრიტერიუმს: გეოგრაფიული საიხლოვე, კულტურული სიახლოვე, პოლიტიკური სიახლოვე და ლინგვისტური სიახლოვე. იდეოლოგია განაპირობებს როგორც ინფორმაციის სიახლოვეს, ასევე დრამას, მნიშვნელობას და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.

კომენტარები: