ორგანიზაციაw

WikiLeaks

სახელწოდება მოდის ინგლისური სიტყვებიდან wiki და leak (wiki - ვებგვერდი, რომლის სტრუქტურისა და შინაარსის შეცვლა მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, თავად ვებგვერდისვე მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტების დახმარებით; leak - გაჟონვა)

WikiLeaks-ი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აქვეყნებს პირად, საიდუმლო ინფორმაციას ანონიმურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით. ეს საერთაშორისო სოციალური ქსელური პროექტი ეფუძნება პროგრამების ისეთ სისტემას, რომელსაც აქვს სტატიების ანონიმურად რედაქტირების შესაძლებლობა. ვებგვერდი 2006 წელს ორგანიზაცია The Sunshine Press-მა შექმნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში ის 1.2 მილიონ დოკუმენტს გამოაქვეყნებდა. WikiLeaks-ი საკუთარ დამფუძნებლებად ასახელებს ჩინელი დისიდენტების, ჟურნალისტების, მათემატიკოსებისა და აშშ-ის, ტაივანის, ევროპის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ახლადშექმნილი ინტერნეტკომპანიების ტექნოლოგთა ჯგუფს. WikiLeaks-ის დირექტორად მიჩნეულია ავსტრალიელი ინტერნეტაქტივისტი ჯულიან ასანჟი.

ვებგვერდს გამოქვეყნებული აქვს სკანდალური მასალები ერაყის, ავღანეთის სამხედრო კამპანიებზე. 2010 წლის ნოემბერში WikiLeaks-მა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებაც დაიწყო.

wikileaks.org 

კომენტარები: