Windisch, Elke
ელკე ვინდიში
გერმანელი ჟურნალისტი, მწერალი და რეჟისორი. დაიბადა 1951 წელს გერმანიის ქალაქ დემინში.
ვინდიში ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (Humboldt-Universität) თურქოლოგიის, ირანისტიკისა და სლავისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1973 წლიდან კი ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო. 1992 წლიდან იგი რამდენიმე გერმანული და ავსტრიული გაზეთის, ასევე, გერმანული ტელევიზიების ექსპერტია რუსეთის საკითხებში.
1992-დან 1994 წლამდე ვინდიში რადიო „რუსეთის ხმის“ საზღვარგარეთის ამბების მიმომხილველი იყო; დღეისათვის კი იგი გერმანულ გაზეთ Tagesspiegel-ის მოსკოვის კორესპოდენტია.
რეჟისორის ამპლუაში მისი საუკეთესო ნაშრომებია Terra X და Menschen, Lander, Abendteuer (ადამიანები, ქვეყნები, თავგადასავლები). მისი წიგნები ძირითადად მისივე ჟურნალისტურ მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. ამავდროულად ვინდიში რუსული თარგმანების ავტორიც არის.