თეზაურუსიy

Yellow Kid

ყვითელი ბიჭუნა. საგაზეთო კარიკატურული სერიალის პერსონაჟი, რომლის პოპულარობა ნიუ იორკელ პრესის ბარონებს, ჯოზეფ პულიტცერსა და უილიამ რენდოლფ ჰერსტს შორის ბრძოლას უკავშირდება. პირველად ნახატი ბიჭუნა პულიტცერის "ნიუ იორკ უორლდში" გამოჩნდა, მხატვარ რიჩარდ ბი აუტკოლტის კომიქსში Shantytown (რომელსაც მოგვიანებით Hogan's Alley ეწოდა);  მას შემდეგ, რაც ჰერსტმა "უორლდის" საკვირაო გამოცემა მთლიანად შეიძინა, ყვითელ სამოსში გამოწყობილმა უკბილო ბიჭუნამ ჰერსტის "ჯორნელში" გადაინაცვლა. მალე ბიჭუნას პოპულარობა გასცდა გაზეთის გვერდებს და ბილბორდებსა და საკვები პროდუქტების შეფუთვაზე გადავიდა. პულიტცერი მიხვდა, რომ ბიჭუნას დათმობით ბევრი რამ დაკარგა და ამიტომ რიჩარდ ბუკსს სერიალის გაგრძელება დაუკვეთა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ყვითელი ბიჭუნა მძაფრ კონკურენციას უწევდა ერთმანეთს.

კომენტარები: