სწორად წერე ✏️0-9

✏️ დაპირდა თუ დაჰპირდა

სამინისტრო დევნილების ბინების გადაცემას დაპირდა - სამინისტრო დევნილების ბინების გადაცემას დაჰპირდა.

 

სწორია: დაჰპირდა სამპირიანი ზმნაა (ის მას მას) და ყველა შემთხვევაში დაირთავს მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანს ჰ-ს.

როდესაც ზმნა სამპირიანია ყველა ვარიანტში ერთ-ერთი არის ირიბი ობიექტი. თუ ირიბი ობიექტია, მას აუცილებლად ექნება მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი “ჰ” - ბ, ფ, პ, გ, ქ, კ, ყ თანხმოვნების წინ, ხოლო “ს” იქნება - დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ. ხმოვნების წინ არ გვაქვს და არც სხვა თანხმოვნების წინ.

კომენტარები: