სწორად წერე ✏️0-9

✏️ მანქანა მაქვს თუ მანქანა მყავს

მას ახალი მანქანა აქვს - მას ახალი მანქანა ჰყავს.

 

მანქანა მაქვს - შეცდომაა. უნდა იყოს “ჰყავს”. მართალია, “ჰყავს” სულიერ არსებებს მიემართება, მაგრამ აქ ქართული ენის გრამატიკა გამონაკლისს უშვებს. რაკი ადრე გადაადგილება მხოლოდ ცოცხალი გამწევი ძალით – ცხენით ან ვირით იყო შესაძლებელი, შესაბამისად, ითქმოდა: “მყავს ცხენი, ჯორი და ა.შ.” ცხენი მანქანამ ჩაანაცვლა და უცვლელი დარჩა “ჰყავს''. (იგივე სიტუაციაა, როცა ვამბობთ “მანქანა მიჰყავს (და არა მიაქვს, როგორც უსულო საგნის შემთხვევაში იქნებოდა).

კომენტარები: